Home სხვადასხვა ზუგდიდში საბავშვო ბაღები გაქურდეს

ზუგდიდში საბავშვო ბაღები გაქურდეს

67
SHARE

დღეს დილით სამსახურში მისულ საბავშვო ბაღის თანამშრომლებს შენობის კარი დამტვრეული, ხოლო ტექნიკა – წაღებული დახვდათ. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა.

თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-14 და მე-15 საბავშვო ბაღები ერთ შენობაშია განთავსებული. ქურდობის ფაქტი სავარაუდოდ ღამის საათებში მოხდა. ჩამტვრეულია ფანჯარაც და როგორც ბაღის დირექტორი აცხადებს, წაღებულია ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა ინეზა ზაქარაიამ გამოიძახა.

“საღამოს დავკეტე რკინის კარი და დილას რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა და კარი ჩამტვრეული. ადგილზე არ იყო ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი ჩიპებით. მაშინვე გამოვიძახე პოლიცია“, – აცხადებს ბაღის დირექტორი.

ადგილზე დილიდანვე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი პოლიციაში უკვე  დაიკითხა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “ფორტუნა” შსს-ს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ქურდობის ფაქტი მე-15 საბავშვო ბაღში მოხდა და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here