მასალა
კვერცხი – 1 ცალი
ხაჭო – 200 გრ
კარაქი – 150 გრ
შაქარი – 150გრ
ფქვილი – 220 გრ
გამაფხვიერებელი – 10 გრ (1 პაკეტი)
შაქრიანი ვანილი – 5 გრ (1 პაკეტი)
მარწყვი – 100 გრ (ან ზხვა სეზონური ხილი)
შაქრის პუდრა – 30 გრ
მომზადება
ხაჭო, კარაქი და კვერცხი გავთქვიფოთ და დავამატოთ ცალკე, წინასწარ ერთმანეთში არეული მშრალი ინგრედიენტები. ცომი კარგად მოვზილოთ, რომ ერთიან მასად იქცეს, გადავახვიოთ კულინარიულ ცელოფანში და 1-2 საათით მოვათავსოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავაკეთოთ პატარა ბურთები, მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და თითოეულ „ხრაშუნას” ზემოდან დავადოთ თითო-თითო მარწყვი. (ან სხვა სეზონური ხილი, რასაც გამოიყენებთ) გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. მზა ნაწარმს ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ასევე შეგიძლიათ ორცხობილა გააფორმოთ თქვენი სურვილისამებრ.
