Home სხვადასხვა გართობა „ვინი პუჰი წიგნით – პირადად მეგან მარკლის და პრინც ჰარის“

„ვინი პუჰი წიგნით – პირადად მეგან მარკლის და პრინც ჰარის“

32
SHARE

6 მაისს პრინც ჰარი და მეგან მარკლი პირველად გახდნენ მშობლები. წყვილს, ვაჟიშვილი – არჩი შეეძინათ. ახალშობილი, რომელიც 3,2 კილოგრამს იწონიდა, სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ამ ქვეყანას. 
მეგანი და ჰარი ამ დრომდე მრავალი სახის მილოცვებს იღებენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, სტუდია „Walt Disney“-ის მიერ გადაღებული მულტფილმი გახდა – „ვინი პუჰი წიგნით – პირადად მეგან მარკლის და პრინც ჰარის“.

ფილმის მთავარი გმირი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი – ვინი პუჰია. სამხატვრო სამუშაოები აკვარელშია შესრულებული. ფუმფულა დათვს, ჰარის და მეგანისთვის ზღაპების წიგნი მიაქვს.

ისტორია ვინი პუჰის შესახებ, შემთხვევით არ იყო არჩეული –  ინგლისელი მწერლის ალან მილნის ზღაპარი დათუნიაზე – ვინი პუჰი, მეგანის საყვარელი ნაწარმოები აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი სადღესასწაულო მულტფილმი.

– 2016 წელს, დედოფალ ელისაბედ II-ს იუბესლთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა ანიმაციური ფილმი – „ვინი პუჰი დედოფალს ხვდება“.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here