Home სიახლე “ვიდეოც არის და ფოტოებიც, მარტო ჩემი ბავშვის არა, ბევრი ბავშვის” – სიცოცხლის...

“ვიდეოც არის და ფოტოებიც, მარტო ჩემი ბავშვის არა, ბევრი ბავშვის” – სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული შემზარავი კადრები

3807
SHARE

გორში 8 წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. იკითხებიან ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.

როგორც მოკლული გოგოს მამა მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, სავარაუდოდ, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მასთან შეკითხვები სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით ექნებათ. მისი თქმით, ბავშვის გაუჩინარების პირველივე წუთებიდან ის სამართალდამცველებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული სამძებრო სამუშაოებში.

ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიენიჭა და მათ საქმის მასალებს დღეს გადასცემენ.

“ბავშვის სისხლია აღმოჩენილი მაგ ადამიანის ტანსაცმელზე და თვითონ იმ სახლშიც. როგორც ვიცი, ვიდეოც არის და ფოტოებიც, მარტო ჩემი ბავშვის არა, ბევრი ბავშვის” – თქვა მიხეილ ბერიაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, არსებობს ბრალდებულის მხრიდან გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც იგი თავად იღებდა და სწორედ ამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ მან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 8 წლის ბავშვთან, რის გამოც შეერაცხა მას ჩადენილი ფაქტი ბრალად.

,,რაც შეეხება გამოკითხვას, მოხდა მამის გამოკითხვა. კითხვები იყო შემდეგი ტიპის: იცნობდა თუ არა ბრალდებულს, ჰქონდა თუ არა მასთან რამე სახის შეხება, იმ სახლთან ხომ არ ჰქონდა შეხება, სადაც ბრალდებული მუშაობდა და ა.შ. რაც შეეხება საქმის მასალებს, გავეცანი საქმის მასალებს, როგორც მოგეხსენებათ, ბრალდებულს ბრალად აქვს შერაცხული გარყვნილი ქმედება და საქმის მასალებით დასტურდება, რომ მან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა 8 წლის ბავშვთან. არსებობს გარყვნილი ქმედების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეოს გამო შეერაცხა მას ეს ბრალად“, – განაცხადა მოკლული გოგონას ოჯახის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ნანა ბერიაშვილის ოჯახს მანიაკი მკვლელის ტელეფონში აღმოჩენილი ვიდეო დღეს პოლიციის განყოფილებაში აჩვენეს. უმძიმეს კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს პატარა ბავშვი 34 წლის კაცისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სწორედ ამ ვიდეო მტკიცებულებებზე დაყრდნობით იაგო ნებიერიძეს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლითაც წაუყენეს. სასტიკი მკვლელობის საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებულია ურიკაც, რომლითაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ 8 წლის გოგონას ცხედრით, მუსხელიშვილის ქუჩიდან, მდინარე ლიახვის ნაპირამდე გადაადგილდებოდა.

34 წლის იაგო ნებიერიძე, სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდიდა, თუმცა მას სასჯელი საყოველთაო ამნისტიის შედეგად შეუმსუბუქდა, საბოლოოდ კი ციხე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here