Home სიახლე უბედური შემთხვევა ქუთაისში – სკოლის მოსწავლე და-ძმას მატარებელი დაეჯახა

უბედური შემთხვევა ქუთაისში – სკოლის მოსწავლე და-ძმას მატარებელი დაეჯახა

1184
SHARE

ქუთაისში სკოლის მოსწავლეებს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა. და-ძმა სკოლიდან მოკლე გზით ბრუნდებოდა, მათ ლიანდაგი უნდა გაევლოთ, როდესაც წყალტუბო ქუთაისის მატარებელი დაეჯახათ – ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. 

დაშავებული და-ძმა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის,  გიორგი ხუციშვილის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“10 წლის გოგონას აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, თავის ქალის მოტეხილობა, ბიჭს კი – ჰემატომა თავის ტვინში. ოპერაციული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა”- განაცხადა  ხუციშვილმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 275 მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: primetime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here