თამარ გაგოშიძე: ეს თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლებსაც…

    314997
    SHARE

    თელავში „World Vision საქართველოს” და „ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაციის” ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში სემინარი ჩატარდა. თემაზე  „განათლება უკეთესი მშობლობისთვის” ლექცია თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ წაიკითხა. სოციალურ ქსელში მოხვდა ჩანაწერი თამარ გაგოშიძის გამოსვლიდან, სადაც ის ბავშვის განვითარების ეტაპებზე, ქცევის სირთულეებსა და სკოლისათვის მზაობაზე საუბრობს. ლექციის პირველ ნაწილში ის ყურადღებას 2-დან 5 წლამდე ბავშვების ქცევით პრობლემებსა და მათი გადაჭრის მარტივ გზებზე ამახვილებს.

    “3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი. თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კანფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კანფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო.

    ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლებსაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე.

    ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება.

    ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ.

    ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ.

    როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ?

    ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უდან გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად.”

    Banner 5

    10 COMMENTS

    1. Ox ra advilia tqma itirebd da gasherdeba tu ki amavdroulad gulis avadmyofi shvilivgyavs esigi gamodis ro samare unda gavuzado tuki damidgr vatireb rogor fiqrob misi pawawuna guli gaudzlebs? Sad iyi dzvelad es periodi shveni shoblebi ro gvzrdidnen karfit ra

        • თუ მისი ავადობა არ იქნება აღზრდასთან შეჯაჭვული და განმსაზღვრელი, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივი იქნება. ხშირად ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს მშობლები დაბადებიდან ყველა კაპრიზს ვუსრულებთ, რადგან განვიცდით და გვეციდება. გვინდა ბედნიერი იყოს და სწორედ ეს წარმოქმნის მომავალში უფრო მეტ პრობლემებს. ამიტომ სტატიაში გამოთქმული აზრი, რომ ბავშვის დაბადებიდან აღზრდა უნდა იყოს სტრუქტურული, წესრიგის შემცველი, ჯანმრთელობის პრობლრმის მქონე ბავშვების მშობლებმა 2 მაგად უნდა გაითვალისწინონ… სხვა მხრივ კი, ტირილს, რომელიც უფროსზეა გათვლილი რაიმეს მისაღებად, ნაკლებად აქვს ემოციური საფუძველი. ის უფრო მეტად მექანიკურად გამოწვეულია. ამიტომ მსგავს მანიპულაციურ ტირილს გული გაუძლებს. გამოსავალი არ არის თქვენს შვილს ყველა სურვილი შეუსრულოთ, რასგან მას გულისმანკი აქვს და ტირილმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს. გახსოვდეთ, რომ ის იზრდება და მოთხოვნილებებიც მრავალფეროვანი გაუხდება, რომელთა დაკმაყოფილება რომელიღაც ეტაპზე გაგიჭირდებათ და ეს დაგვიანებითი “იმედგაცრუება” უფრო მეტად და მძიმედ იმოქმედებს მასზე.

      • me mgoni gasagebad ewera rom tu avadaa da gagizianebulia an msgavsi unda moveferot da am dros ver davaignorebtoo… ise zogjer jobia tavad viswavlot sworad informaciis migeba da gaanalizeba da shemdeg pasuxos gacema (wera)

    2. გმადლობთ ქალბატონო თამარ, რომ ასეთი მძიმე ტვირთი აიღეთ საკუთარ თავზე, ებრძოლოთ ქართული აღზრდის სტერეოტიპებს, ძალადობას და აახლოვებთ მშობლებს შვილებთან. საჭიროა კარგად გაიაზროს თითოეულმა ჩვენგანმა, რომ ბავშვის აღზრდა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. თუმცა აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს: გვინდა კი იმის აღიარება, რომ იდეალურები არ ვართ და ჯერ საკუთარი თავი უნდა შევაგუოთ ახალ, სწორ წესებს, შესაბამისად წესრიგს და მხოლოდ შემდეგ (ავტომატურად, ძალიან ადვილად მოხდება) – ბავშვი

    3. ასე ხელაღებით რატომ ლანძღავთ ქართულ აღზრდას,ჩემთვის პირადად არაფერი ყოფილა ახალი ამ სემინარი იყო თუ ლექციიდან ,მე აბსოლიტურად ქართულ სივრცეში გავიზარდე მეც.
      არაფრის აღიარება არ მიჭირს და ვცდილობ მეს ასე გავზარდო ჩემი შვილი

    4. საოცარი ქალბატონი ბრძანდებით!
      ნამდვილად ბევრი სამუშაოა გვაქვს, პირველ რიგში მშობლებს საკუთარ თავზე, რომ სწორად აღვზარდოთ ჩვენი პატარები ?
      ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო თქვენი რჩევები

    5. როგორც ყოველთვის, დროული, საჭირო და სასარგებლო რჩევებია. სრულად ვიზიარებ წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ, თავად სემინარიც ძალიან საინტერესო იქნებოდა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here