Home სხვადასხვა “თუ შენ მძღოლი დედა ხარ, ეს აუცილებლად უნდა იცოდე!”

“თუ შენ მძღოლი დედა ხარ, ეს აუცილებლად უნდა იცოდე!”

111
SHARE

დღევანდელ ცხოვრებაში ავტომობილი ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენს, ის ერთ–ერთი აუცილებელი ტრანსპორტია მარტივი, სწრაფი და კომფორტული გადაადგილებისათვის. მრავლად ვაწყდებით ქუჩებში ქალ და განსაკუთრებით მძღოლ–დედებს, რომელთაც შვილები სპეციალურ სავარძელ–სკამში ყავთ შესაბამისი ღვედებით დაბმული, თუმცა მათი 95% ამ ერთ მნიშვნელოვან დეტალს არ ითვალისწინებს და უშვებს უდიდეს შეცდომას.
image
თუ შენ მძღოლი დედა ხარ, ეს აუცილებლად უნდა იცოდე!
ამ შეცდომას მშობლები (არამარტო დედები) ხშირად განსაკუთრებით ზამთარში უშვებენ. გახადეთ ბავშვს ქურთუკი სანამ სპეციალურ სავარძელ–სკამში ღვედით დააბამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნით.

ამის შესახებ გვესაუბრება ამერიკელი ჟურნალისტი Pugh Auriumma, რომელსაც ყავს 3 წლის ქალიშვილი და გვიზიარებს გამოცდილებას: “როდესაც ბავშვს ათავსებთ ამ ე.წ “ავტოკრესლოში” და არ ხდით ქურთუკს, გარდა იმისა, რომ ის თავს მეტად შებოჭილად გრძნობს, ფაქტობრივად უსაფრთხო ღვედების ფუნქციაც იკარგება. ამიტომ ამასთან დაკავშირებით სპეციალურ ლაბორატორიაში გავიარეთ ტესტები,
ბავშვი თოჯინები მოვათავსეთ იმიტირებულად ავტომობილში ქურთუკით სპეციალურ სავარძელ–სკამზე და 50 კმ / საათში მოვახდინეთ უბედური საგზაო შემთხვევა. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემთხვევა ამ ბავშვებისათვის საბედისწერო აღმოჩნდა! სწორედ ამიტომ გინმარტავთ, რომ იმისათვის რათა არ გახდეთ თქვენი შვილების პოტენციური მკვლელები, გახადეთ მათ ქურთუკები, წინააღმდეგ შემთხვევაში ღვედები არ იმუშავებს, ბავშვი გადმოვარდება და ფატალური შედეგიც გარდაუვალი გახდება”.

წყარო: intermedia.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here