Home მედიცინა თემურ მიქელაძე: თაფლი ყველაზე კარგი საშუალებაა ხველის წინააღმდეგ

თემურ მიქელაძე: თაფლი ყველაზე კარგი საშუალებაა ხველის წინააღმდეგ

123
SHARE

„ყველა უნდა განვეწყოთ ისე,~, რომ პანდემია აუცილებლად დასრულება. ერთი, რაც ყველაზე დამაიმედებელია, რესპირაციული-ვირუსული ინფექცია ბავშვებში მიმდინარეობს ძალიან მსუბუქად, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ „პოსტ TV“ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ინფიცირებულია, ჩვენ აღარ გვჭირდება ბავშვის ტესტირება, ესაა ტყუილად დახარჯული დრო და თანხა.

„მაგალითად შარშან ამ დროს ჩვენ გვქონდა რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, გართულებული პნევმონიებით და ადგილებიც კი არ იყო კლინიკებში პაციენტის დასაწვენად. მე მყავს კოვიდინფიცირებული პაციენტები, დაწყებული 28 დღის ჩვილით, დასრულებული 18 წლის მოზარდამდე, საბედნიეროდ, არც ერთს ჰოსპიტალაზაცია არ დასჭირვებია. წელს ჩვენ მივიღეთ ბაღების და სკოლების დახურვის გადაწყვეტილება და ამით კონკრეტულ ჯგუფში ჩვენ ვირუსის გავრცელება შევამცირეთ. ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით, როგოც მოვახდინოთ დიფერენცირება, მაგალითად თუ ოჯახის რომელიმე წევრი ინფიცირებულია, ჩვენ აღარ გვჭირდება ბავშვის ტესტირება, ესაა ტყუილად დახარჯული დრო, თანხა, რადგან კლინიკური სიმპტომები უკვე მეტყველებს, რომ აქ საქმე გვაქვს კორონავირუსთან“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

პედიატრმა ვრცლად ისაუბრა სწორი კვების მნიშვნელობაზე პანდემიის პირობებშიც:

„ნებისმიერ ვიტამინი, მაკრო და მიკრო ნუტრიენტი სჯობს მივცეთ საკვების სახით, საკვებით ისინი ბევრად კარგად შეიწოვება, ვიდრე ხელოვნურად. თუ ალერგია არაა, თაფლი ყველაზე კარგი საშუალებაა ხველის წინააღმდეგ, ისევე როგორც სხვადასხვა ციტრუსი. ზოგადად ბავშვმა უნდა ჭამოს ყველაფერი, რაც უყვარს, გარდა მავნე პროდუქტებისა. ისინი მაქსიმალურად უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან“, – ამბობს თემურ მიქელაძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here