შეგიძლია პატარა დასვათ დაბადებიდან, მას არფერი დაუზიანდება. უბრალოდ უნდა მოერიდოთ უნებლიე მოძრაობებს, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძე ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ეთერში, გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ განაცხადა, სადაც ჩვილთა მოვლის წესებზე ისაუბრა.
პედიატრმა დეტალურად განმარტა, როგორი უნდა იყოს ბავშვის მდგომარეობა წოლის დროს და ჭამის შემდეგ.
„ხშირად მეკითხებიან, როდის უნდა დავსვათ ბავშვი, შეგიძლიათ 1 დღის ასაკიდან. ეს მინდა კიდევ ერთხელ ყველას ავუხსნა. არსებობს მოსაზრება, რომ 6 თვემდე არ შეიძლება, 8 თვემდე არ შეიძლება, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს. შეგიძლია პატარა დასვათ დაბადებიდან, მას არფერი დაუზიანდება. უბრალოდ უნდა მოერიდოთ უნებლიე მოძრაობებს“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.
