Home სხვადასხვა თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

155
SHARE

მიმდინარე წლის 7-16 მაისს, თბილისში სტუდენტური ფესტივალი გაიმართება, რომელში მონაწილეობასაც დედაქალაქისა და სხვადასხვა რაიონში არსებული უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფესტივალში მონაწილეობას 36 უნივერსიტეტი მიიღებს.

„ფესტივალისთვის დიღომში მდებარე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი სივრცე, რომელიც მონაწილე უნივერსიტეტების სპორტულ და შემოქმედებით ჯგუფებს უმასპინძლებს. ქვეყნის ყველა რეგიონიდან. ეს იქნება 10 დღიანი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას 36 უნივერსიტეტი მიიღებს. იქნება შეჯიბრებები, როგორც სპორტული ისე სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი მიმართულებებით და საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here