Home სხვადასხვა გართობა თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო

თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთო

97
SHARE

დედაქალაქის ქუჩებში საახალწლო განათებები ჩაირთო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებები და დეკორაციები წერეთლის, რობაქიძის, თამარ მეფის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და გურამიშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, კანდელაკის, გამსახურდიას, დოლიძის, ჩოლოყაშვილის, თამარაშვილის, მელიქიშვილის, ფარნავაზ მეფის, ცოტნე დადიანის, გორგასლისა და ლეონიძის ქუჩებზე აინთო.

მომდევნო დღეებში დედაქალაქის დარჩენილი გამზირები და ქუჩები აინთება.„თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო განათებების მონტაჟს დაახლოებით ერთი თვეა, ახორციელებს.

ქალაქის საახალწლოდ მორთვა 25 დეკემბერს, მთავარი ნაძვის ხის ანთებით და საშობაო სოფლის გახსნით დაგვირგვინდება“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, რომეო მიქაუტაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი სრულიად ახალი დიზაინით და განათებებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.

 

დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შევხდება. მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო.

მერიამ 40 ათას მშიერ ადამიანს 200 ათას ლარამდე წაართვა და საახალწლო განათებებზე 2,6 მილიონ ლარს ხარჯავს
მუნიციპალური კომპანია “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო.

კომპანია 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს 304,8 ათასი ევროდ მიაწვდის „თბილსერვის ჯგუფს“.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here