Home სხვადასხვა თბილისის N-126 ბაღის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია დასრულდა

თბილისის N-126 ბაღის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია დასრულდა

63
SHARE

თბილისის N-126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ,
აღსაზრდელები მიიღო. საბავშვო ბაღის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო – მისი
დერეფანი დარღვევით იყო ამოშენებული, რაც საფრთხეს წარმოადგენდა კონსტრუქციული
მდგრადობის თვალსაზრისით.

მძიმე მდგომარეობაში იყო სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები. გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, განხორციელდა შიდა სამღებრო სამუშაოებიც, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა ბაღის ეზოს გზის საფარი, მოეწყო რამდენიმე სათამაშო მოედანი და სასეირნო სივრცეები.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ სააღმზრდელო წელი გასართობი ღონისძიებით განაახლა.
პრეზენტაციას ესწრებოდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს
ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ასევე, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი
დეპუტატები.

„ჩვენ მიმდინარე წელს 11 საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქციისა და
რეაბილიტაციის პროექტები დავიწყეთ და მათ შორის იყო N126 ბაგა-ბაღი, რომლის შენობაც
უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რამდენიმეთვიანი პროექტი დავასრულეთ და დღეს ჩვენ
გვაქვს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო, ნათელი ჯგუფები და სივრცეები,
რომელიც აღარ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის“, – განაცხადა თბილისის საბავშვო
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here