Home განათლება თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება

თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს იწყება

67
SHARE

საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში.

ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება 2 წლის. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge განხორციელდება.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი 12 ივნისს დაიწყო.

პირველ ეტაპზე რეგისტრაცის გავლა შეეძლოთ:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს;

2. სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე;

3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს;

4. იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე;

6. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილებს.

წელს საბავშვო ბაღების ჩამონათვალს დაემატება 4 ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება, შედეგად, თავისუფალი ადგილების რაოდენობა წელს 15 000 იქნება.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here