Home სხვადასხვა თამუნა ჩიხლაძე: გადამარჩენინეთ მეგობრის შვილი!!! ვისაც რა შეგიძლიათ, გთხოვთ…

თამუნა ჩიხლაძე: გადამარჩენინეთ მეგობრის შვილი!!! ვისაც რა შეგიძლიათ, გთხოვთ…

2515
SHARE

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა ჩიხლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გადამარჩენინეთ მეგობრის შვილი!!! ვისაც რა შეგიძლიათ, გთხოვთ 🔊🔊🔊

წლინახევრის იოსებ (სესე) ბეგიაშვილს აღმოაჩნდა პნევმონიის დაუდგენელი ფორმა, კლებსიელას ბაქტერია და სეფსისი. ამ დროისთვის, იოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რის გამოც სასწრაფოდ საჭიროებს თურქეთის კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას. მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის და პირველადი ინტერვენციისთვის სესეს 38 000$ სჭირდება, ხოლო მკურნალობისა და რეაბილიტაცის ზოგადი ხარჯი, სავარაუდოდ, გაცილებით მეტი იქნება.

ოჯახისა და ბრიტანულ-ქართული აკადემიის ძალისხმევით უკვე შეგროვდა 27 000$. დღეს, 16:00 საათამდე საჭიროა დამატებით 11 000 $-ის მობილიზება, რათა ბავშვმა მკურნალობის გაგრძელება შეძლოს თურქეთის კლინიკაში.

თითოეული ჩვენგანის ფინანსური მხარდაჭერა იოსებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგი ანგარიშის ნომერზე:

მიმღები ბანკი: სს თიბისი ბანკი
ა/ა GE06TB7812045063600023
მიმღები: გიორგი ბეგიაშვილი (ბავშვის მამა)

დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის!

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here