Home სხვადასხვა რით არის განპირობებული მოზარდებში სუიციდის შემთხვევების რაოდენობის გაზრდა?

რით არის განპირობებული მოზარდებში სუიციდის შემთხვევების რაოდენობის გაზრდა?

526
SHARE

სახალხო დამცველმა საზოგადოებას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ 2017 წლის ანგარიშის მთავარი საკითხები გააცნო. 347-გვერდიან დოკუმენტში, ნინო ლომჯარია გასულ წელს, სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიმართ შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე ლაპარაკობს. 

“2017 წელს, ბავშვთა თვითმკვლელობების შემთხვევები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და პრობლემურ მიმართულებად გვევლინებოდა; ამ დრომდე არ შემუშავებულა სუიციდის
პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის
რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას. ამასთან, მნიშვნელოვანია რისკის ქვეშ
მყოფ ბავშვებთან პროფესიონალთა სისტემური მუშაობის გაძლიერება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოების შედეგებიდან იკვეთება, რომ
არასრულწლოვნების მიერ თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის
შემთხვევათა განმაპირობებელ ფაქტორებთა შორის არის მოზარდის ინტერესების
უგულებელყოფა, დაგვიანებული ფსიქოლოგიური თუ ემოციური მხარდაჭერა და რისკის ქვეშ
მყოფი ან/და სავარაუდო რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის ეფექტიანი ფსიქოლოგიური
სერვისის დროული მიწოდება.

2017 წელს გაიზარდა არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის შემთხვევათა
რაოდენობა; არასრულწლოვანთა სუიციდის/სუიციდის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით,
სსკ 115-ე მუხლით გამოძიება დაიწყო 36 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სუიციდის 9 და სუიციდის მცდელობის 27 შემთხვევაზე. გასულ წელთან შედარებით აღნიშნული
მაჩვენებელი გაიზრდა 20 %-ით მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა  პრობლემურია მოსწავლეებში სუიციდის რისკების გამოვლენა და ფაქტების დროული პრევენცია;

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთან მომუშავე პროფესიონალებმა, განსაკუთრებით კი, პედაგოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა, ნათლად გააცნობიერონ თავიანთი როლი ამ ტიპის შემთხვევების მართვის საქმეში, რაც, მშობლებთან/ კანონიერ წარმომადგენლებთან ასევე მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, ხელს შეუწყობს ბავშვთა სუიციდის პრევენციას” – ვკითხულობთ სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here