Home სხვადასხვა სპექტაკლი, რომელზეც 16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან

სპექტაკლი, რომელზეც 16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან

92
SHARE

19 აპრილს, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში პრემიერა გაიმართება, რომელიც ბულგარელმა რეჟისორმა ნევენა მიტევამ დადგა. 

„კოცნა“ ასე ჰქვია თანამედროვე ბულგარელი დრამატურგის ანა პეტროვას პიესას, რომლის გმირებიც ოზურგეთის თეატრის მსახიობებმა: ლევან საღინაძემ, ანა გოდერძიშვილმა, შორენა გვეტაძემ, ვახტანგ ჩხარტიშვილმა, ზაზა ჯინჭარაძემ, თამარ მდინარაძემ და კობა ახალაძემ გააცოცხლეს.

„პროექტის იდეა, შარშან, ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალზე გაჩნდა, როცა ხელი მოეწერა ორ ფესტივალს და ორ თეატრს შორის ურთიერთობის მემორანდუმს.

ბულგარელი რეჟისორი ნევენა მიტევა მაშინ გურიაში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, ამჯერად, კი ის სამუშაო ვიზიტით ეწვია ოზურგეთს – აცხადებს თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლია კილაძე.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვასილ ჩიგოგიძის თქმით: „სპექტაკლი სპეციალურად შეიქმნა ბულგარეთის ქალაქ შუმენის ბულგარული დრამატურგიის ფესტივალისათვის. სპექტაკლი ჩვენი თეატრისთვის არის უჩვეულო, მისი თამამი ფორმით. ჟანრობრივად გახლავთ დრამატული კომედია მარტოობის, თაობების გაუცხოების თემაზე. სპექტაკლში ნაჩვენებია დღევანდელი, თანამედროვე ცხოვრება,“

პრემიერაზე სპექტაკლზე 16 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here