Home სხვადასხვა SOS!!! – საქართველოში გაყიდვაშია “მკვლელი საწოლი”, რომელმაც 32 ჩვილი იმსხვერპლა

SOS!!! – საქართველოში გაყიდვაშია “მკვლელი საწოლი”, რომელმაც 32 ჩვილი იმსხვერპლა

803
SHARE

ამერიკაში 32 ჩვილი უბედური შემთხვევით გარდაიცვალა. მათგან ათი, 3 თვის იყო. როგორც უცხოური პრესა იუწყება, ბავშვების გარდაცვალება „მკვლელ საწოლს“ უკავშირდება, რომელიც მსუბუქი კონსტრუქციისაა და გაშლის შემდეგ, ადვილად იხურება, ბავშვებს კი, ჭყლეტს.

ამ ფაქტების გახმაურების შემდეგ ამერიკის პედიატრთა აკადემიამ სარწეველას „მკვლელი საწოლი“ უწოდა. მწარმოებელმა კომპანიამ Fisher-Price-მა მას გაყიდვიდან დაახლოებით ხუთი მილიონი Rock ‘n-ის ბრენდის საწოლი-სარწეველა მას შემდეგ ამოიღო, რაც ათობით ბავშვის გარდაცვალება დაფიქსირდა”- ამ განცხადებას აშშ-ს სამომხმარებლო პროდუქტის უსაფრთხოების კომისია ავრცელებს.

უსაფრთხოების მიზნით, თავად მწარმოებელი მოსახლეობას მოუწოდებს, ვისაც უკვე ნაყიდი აქვთ სარწეველა-საწოლი, აღარ გამოიყენონ. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ Fisher-Price-ს და საწოლში გადახდილი თანხა უკან დაიბრუნონ.

მართალია „მკვლელი საწოლის“ გაყიდვა  უკვე აიკრძალა, თუმცა ზუსტად იგივე კონსტრუქციის საწოლი „პრაიმტაიმმა“ ლილოს ბაზრობაზე აღმოაჩინა. როგორც გამყიდველმა გვითხრა, 180 ლარი ღირს და სულ რამდენიმე დარჩა, რადგან მთელი პარტიიდან დიდი ნაწილი უკვე გაყიდა.

„მკვლელი საწოლის“ კვალს სოციალურ ქსელშიც გადავაწყდით, სადაც ერთ-ერთი მოხმარებელი მსურველებს მის შეძენას 80 ლარად სთავაზობს.

 

წყარო: primetime.ge

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here