Home სხვადასხვა გართობა სმარტფონებზე Pokémon-ის ახალი თამაში გამოვიდა

სმარტფონებზე Pokémon-ის ახალი თამაში გამოვიდა

84
SHARE

Pokémon Rumble Rush-ი სმარტფონებზე უკვე ხელმისაწვდომია. ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა, რომ მობილური თამაში Pokéland-ის სახელით უნდა გამოსულიყო.

ამის შესახებ The Verge-ი წერს.

Eurogamer-ი წერს, რომ მობილური თამაში ახალი სახელით ავსტრალიის Android-აპლიკაციების მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია. თამაშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ Pokémon Rumble Rush-ი როგორც Android ისე iOS პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

Pokémon-ის ერთ-ერთი მობილური თამაში Pokémon GO Nintendo-მ 2016 წელს გამოუშვა, რის შემდეგაც თამაშმა პოპულარობა მოიპოვა. Pokémon GO იაპონურ ანიმაციურ ფილმს “პოკემონი” ეფუძნებოდა და მისი მიზანი ქალაქში ვირტუალური არსებების – პოკემონების ძებნა იყო.

2018 წლის ივნისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება დაავადებად აღიარა.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here