“შვილები დაავადებულ ბავშვთან მიჰყავთ, რომ მათაც მალე მოიხადონ”- წითელას მორიგი აფეთქება

    279
    SHARE

    წითელას აფეთქების გამო, ნიუ-იორკში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    ინფექციური დაავადების ფართო მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო, ბრუკლინში მცხოვრები ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელები არიან.

    ნიუ-იორკის მერი მილ დე ბლასიო აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ყველა აუცრელი პირის ვაქცინაცია. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა მოქალაქეები დაჯარიმდნენ კიდეც.

    ბრუკლინსა და ქუინსში ოქტომბრის შემდეგ, წითელას 285 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობენ ანტი-ვაქსერები, ანუ ვაქცინაციის მოწინააღმდეგე საზოგადოება, რომლებიც ე.წ. „წითელას წვეულებებს“ მართავენ. მშობლებს საკუთარი შვილები დაავადებულ ბავშვთან მიჰყავთ, რომ წითელა მათაც მალე მოიხადონ.

    ქალაქ ნიუ-იორკის ჯანდაცვის კომისარი აცხადებს, რომ ე.წ. „წითელას წვეულებები“ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს:

    „შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ოჯახები წითელას წვეულებებს აწყობენ. ახლა სხვა დროში ვცხოვრობთ. უამრავ ადამიანს ქრონიკული დაავადება აქვს, ხალხი კიბოს ებრძვის და არ შეიძლება, რომ ბავშვები, ან ზრდასრული ადამიანები წითელას საფრთხის წინაშე დავაყენოთ,“- ამბობს ოზირის ბარბო.

    საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, დაუშვებელია აუცრელი ბავშვების სკოლაში წაყვანაც. სასწავლო დაწესებულებების მიერ, არა-ვაქცინირებული მოსწავლეების მიღება სამართალდარღვევად ჩაითვლება.


    წყარო:პრაიმტაიმი

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here