Home სხვადასხვა “შეწყვიტეთ ანიტას სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპერაციის უარყოფა” – ანიტასთვის პეტიცია შეიქმნა

“შეწყვიტეთ ანიტას სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპერაციის უარყოფა” – ანიტასთვის პეტიცია შეიქმნა

91
SHARE

სოციალურ ქსელ ფეისბუქ გვერდზე – “ანიტასთვის” ოჯახის ახლობელი გიორგი ფაცაცია წერს, რომ ავსტრიაში არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას, მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება.

“მოკლედ აღვწერ სიტუაციას,რაც ავსტრიაში ხდება: არცერთი ქვეყანა, არცერთი კლინიკა, არცერთი ექიმი ხელს არ კიდებს ანიტას. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ახლახანს ექიმი შემოვიდა და გვითხრა, რომ მისი ღვიძლი, თირკმელები და კუჭი შეზღუდულად მუშაობს, ამას ემატება ის, რომ ჟანგბადიც არ ყოფნის და გაკვირვებაც კი გამოხატა, რომ გონზე არის ბავშვი. არ ვიცი ამ პოსტს რატომ ვწერ ან რა მიზნით, მაგრამ ყველა გულშემატკივარს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანიტა ყველამ გაწირა! როგორ არ არსებობს ადამიანი ვინც ჩვენ დაგვეხმარება? რა დააშავა ანიტამ?

სიტუაცია არის უკრიტიკულესი!!!

“ყველაფერი კარგად იქნებას” აღარ ემორჩილება სიტუაცია!!!! – წერს გიორგი ფაცაცია.
გარდა ამისა, ცოტახნის წინ გავრცელდა პეტიცია “შეწყვიტეთ ანიტას სიცოცხლის გადარჩენისთვის ოპერაციის უარყოფა”.

“გთხოვთ მოაწერეთ ხელი”, – ანიტელები პეტიციისთვის ხელმოწერებს აგროვებენ და ამისთვის დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here