Home სხვადასხვა გართობა სამეფო ოჯახის პატარა წევრები დედის მიერ მოწყობილ ბაღში თამაშობენ

სამეფო ოჯახის პატარა წევრები დედის მიერ მოწყობილ ბაღში თამაშობენ

162
SHARE

ინტერნეტ სივრცეში ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრების ახალი ფოტოები გავრცელდა, რომელშიც პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი ქეით მიდლტონის მიერ მოწყობილ ბაღში თამაშობენ.

ბაღი ბრიტანეთში ყოველწლიური ყვავილების შოუს ღონისძიების ფარგლებში მოეწყო და მისი დიზაინის შექმნაში ქეით მიდლტონიც მონაწილეობდა.

ფოტოებში ჩანს, როგორ ერთობიან ბავშვები ბუნებაში. პრინცესა შარლოტა საქანელაზე ქანაობს, ფეხშიშველი ჯორჯი ქოხთან თამაშობს, პატარა ლუი კი მშობლებთან ერთადაა.

BBC-ის ცნობით, ბავშვები ქეით მიდლტონს ბაღში გამოსაყენებელი ფოთლების, ტოტებისა და ხავსის შეგროვებაში ერთი თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ. ბაღში სხვადასხვა გასართობთან ერთად პრინცესა დიანას საყვარელი ყვავილებიცაა გამოყენებული.

როგორც ქეით მიდლტონი აცხადებს, ბუნებაში აქტივობებს ბევრი სარგებელი მოაქვს ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებში.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here