Home აღზრდა საკვებს დანატრებული ბავშვები ყოფილ სახანძროში ცხოვრობენ

საკვებს დანატრებული ბავშვები ყოფილ სახანძროში ცხოვრობენ

141
SHARE

მარტოხელა დედა ხუთ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ყოფილ სახანძროში ცხოვრობს. სახლად ქცეულ შენობაში არც ბუნებრივი აირია და არც ელექტრო ენერგია. პატარა დავითს თანდაყოლილი ბრონქული ასთმა აქვს, ბავშვი მუდმივად ინჰალაციას საჭიროებს. 13 წლის აჩიკო, 6 წლის ანანო, 4 წლის ქეთევანი, 3 წლის დათუნა და 2 წლის ელენე საკვებზე, ტანსაცმელსა და სათამაშოებზე ოცნებობენ.

ბავშვებიდან უფროსები, აჩიკო და ანანო სკოლაში არ დადიან. აჩიკომ მხოლოდ 6 კლასის დახურვა მოახერხა. შემდეგ იძულებული გახდა, სწავლა შეეწყვიტა, რადგან ფეხსაცმელი და სამოსი არ ჰქონდა.

მიუხედავად უმძიმესი ყოფისა, მოზარდი რაგბისტობაზე ოცნებობს. თუმცა, მარტოხელა დედას შვილის ხელშეწყობა არ შეუძლია, რადგან მათი შემოსავალი მხოლოდ მრავალშვილიანთა დახმარებაა. უკვე ერთი წელია, ოჯახი არც სოციალურად დაუცველთა დახმარებით სარგებლობს.

„პრაიმტაიმი“ 41 წლის მარტოხელა დედას საცოხვრებელში ესტუმრა. როგორც, ნინო კაპანაძემ აღნიშნა, მან ამ დრომდე ყველაფერი სცადა, ფიზიკური მუშაობაც და ქუჩაში მოწყალების თხოვნა. ახლა, კეთილი ადამიანების იმედზეა.

 სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სერვის ცენტრის უფროსს, დავით ცაგურიშვილის განცხადებით,  კაპანაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარებით სარგებლობს.

სოციალური მომსახურების სააგენტოში მიღებული განმარტების შემდეგ, „პრაიმტაიმი“ კაპანაძეების ოჯახს ისევ დაუკავშირდა. 5 შვილის დედამ გაარკვია, რომ მისი ოჯახის ახლობელი სარგებლობდა თანხით, რომელიც ბავშვების კვებას უნდა მოხმარებოდა…

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here