Home სიახლე “საკვების მომზადებამდე ქათმის შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე… ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა”…

“საკვების მომზადებამდე ქათმის შეფუთვაზე ვარგისიანობა შევამოწმე… ბავშვი გალურჯდა და კრუნჩხვაში ჩავარდა”…

804
SHARE

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, გამყრელიძეების ოჯახში, 11 თვის ჩვილი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭის გარდაცვალების მიზეზი სიკვდილი კვებითი ინტოქსიკაცია გახდა.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვს ბიუ-ბიუს წარმოების ქათმის ბულიონი ჰქონდა მიღებული. ჩვილი ყვარლის საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდათ ბავშვის მშობლებსაც, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში სამკურნალოდ გადაიყვანა.

გამყრელიძეების ოჯახში ფიქრობენ, რომ პროდუქცია ზედ არსებული წარწერის მიუხედავად, მოძველებული იყო და ფატალური შედეგი სწორედ ამან გამოიწვია.

ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან და შესაბამის უწყებებს პროდუქციის კონტროლისკენ მოუწოდებენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. დანიშნულია როგორც კვების, ასევე სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა.

წყარო: primetime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here