საგანგაშო კვლევა – როგორია თამაშდამოკიდებული მოზარდების სახიფათო გზა

    130
    SHARE

    არასამთავრობო ორგანიზაცია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, გუგა ბესელიამ გამოაქვეყნა საგანგაშო კვლევა,­ რომლის თანახმად, მოზარდების 48%-ს ონლაინთამაშებთან შეხება ჰქონია…

    კვლევის მიხედვით, სკოლის მოსწავლეების 48%-ს ონლაინთამაშებთან­ აქვს შეხება, ეს კი პირდაპირი გზაა ლუდო­მანიისკენ. როგორც კი მათ შემოსავალი გაუჩნდებათ, სისტემატურად ითამაშებენ.

    როგორც „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ბესელია ამბობს, საქართველოში რეგისტრირებულია­ 500 000 ექაუნთი, რაც ჩვენი მოსახლეობის 20%-ია. 2017 წლის მონაცემებით, ბრუნვა­ 5,65 მილიარდი ლარია. თუ გამოვითვლით, როგორია ამ ბრუნვაში 500 000 კაცის­ წვლილი, დაახლოებით 11.000 ლარი გამოდის – ანუ თითო მოთამაშე ონლაინსამორინეს წლიურად ამ თანხას „ჩუქნის“. თუ ამ რიცხვს 12-ზე გავყოფთ, ყოველთვიურად 916 ლარს მივიღებთ. ეს მაშინ, როდესაც „საქსტატის„ მონაცემებით, ქვეყანაში­ საშუალო ხელფასი 999 ლარია.

    „ეს აგრესიული სარეკლამო კამპანია სრულიად უკონტროლოა. აზარტული თამაშების რეკლამა ჰეროინის გაპიარებას არაფრით ჩამოუვარდება. საგანგაშოა­, რომ მულტფილმებისა და საბავშვო­ ფილმების სარეკლამო ჭრაშიც­ ტრიალებს აზარტული თამაშების რეკლამა.­ ამ ბიზნესის­ მესვეურები­ ყველა­ გზით ცდილ­ობენ ყველა­ ასაკის მოქალაქის ჩათრევას თამაშებში. ჩვენს კვლევაში 14-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ,­ მაგრამ ტენდენციის თანახმად, ასაკის მატებასთან­ ერთად­ თამაშდამოკიდებულთა­ რაოდენობა­ იზრდება. კანონის თანახმად, 18-წლამდე მოზარდს აზარტული თამ­აშის უფლება არა აქვს არათუ ონლაინსა­მო­რინეში, იმ სატელევიზიო შოუშიც კი არ შეუძლია მონაწილეობა, სადაც ჯილდო ფულია, მაგრამ ფაქტია, კანონი ირღვევა. ჩავატარეთ ექსპერიმენტი და ჩემი 5 წლის შვილმაც კი შეძლო ონლაინსამორინეში დარეგისტრირ­ება“,- ამბობს ბესელია.

    მისივე თქმით, ლამის ყოველდღე ვისმენთ ტრაგიკულ ამბებს სუიციდის, დანგრეული ოჯახების, შერყეული ჯანმრთელობის შესახებ და რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ ჭაობში სულ უფრო მეტი მოზარდი ეფლობა.

    „ერთმა ისიც კი მითხრა, ამ ჯოჯოხეთს მამამ მაზიარაო – 12 წლის ყოფილა, როცა მამას უთხოვია, იღბლიანი­ ხარ, კარგი ხელი გაქვს და ონლა­ინდეპოზიტზე თანხა დამიდეო…“ – ამბობს „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

    „ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც ეფუძნება ორ ძირითად თემას:­ – აგრესიული მარკეტინგული კამპანიის ჩახშობას და რეგისტრაციის გამკაცრებას…“, – განმარტავს გუგა ბესელია.

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here