Home მედიცინა რუსთავში თითების ამპუტაცია ორ მოზარდს დასჭირდა – პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

რუსთავში თითების ამპუტაცია ორ მოზარდს დასჭირდა – პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

96
SHARE

6 არასრულწლოვანი და ორი მოზრდილი დაშავდა რუსთავში პიროტექნიკის გამოყენებისას, მათგან ორ მოზარდს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

ოპერაცია ერთ თბილისში, მეორეს კი რუსთაშივე ჩაუტარდა. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შედეგიდან გამომდინარე სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოზარდებს ხელში აუფეთქდათ, ამიტომ ფიქრობენ, რომ ის ვადაგასული იყო.

“ასეთი დაზიანებები რამდენიმე წელია არ ყოფილა. ეს თუ არ აიკრძალა, რაღაც შეზღუდვები უნდა იყოს და უნდა მოხდეს რეალიზაციის ცოტა უფრო მეტი კონტროლი. ეს ან ძველი იქნებოდა ან ვადაგასული, რამაც ასეთი აფეთქება გამოიწვია”, – აცხადებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე, დავით გოგოძე.

ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ. რუსთავში, გასულ წელთან შედარებით, დაშავებულებთა რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ამ დროისათვის კი, რუსთავის კლინიკებში არცერთი პაციენტი აღარ რჩება.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here