Home სიახლე რუსთავის საჯარო სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა

რუსთავის საჯარო სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა

101
SHARE

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რას სკოლის ბუფეტში ისადილეს.

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა გამოცხადდა. ბავშვების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ყველა ბავშვი უკვე სახლშია გაწერილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სურსათის უვნებლობის სამსახური. მიმდინარეობს ბუფეტში არსებული საკვების და სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here