Home განათლება როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები?

როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები?

161
SHARE

“2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით დაიწყება, სხვა საგნების შედეგები კი ეტაპობრივად გამოქვეყნდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს დაიწყო და გუშინ, 24 ივლისს სამაგისტრო გამოცდით დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ საგამოცდო პროცესის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოცდებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

“აბიტურიენტების ქცევა ამ გამოცდებზე მართლაც სამაგალითო იყო. თითქმის, არ დაუმსახურებიათ შენიშვნები. გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებსა და ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, ვინც მონაწილიობა მიიღო პროცესის წარმატებით განხორციელებაში.

“დაგვიანებებთან დაკავშირებით, წლევანდელ გამოცდებზე პოზიტიური ტენდენცია გამოიკვეთა, რადგან გასულ წელთან შედარებით, დაგვიანებებმა იკლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო კამპანიის შედეგია”, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი მოქმედებდა. წლევანდელ გამოცდებზე უპრეცედენტოდ დიდი – 80 000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, საიდანაც გამოცდებზე დაახლოებით 95%, ხოლო საგრანტო კონკურსზე 82% გამოცხადდა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, წელს საგამოცდო პროცესში ცვლილებები შევიდა – ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაში, აბიტურიენტი მაინც ინარჩუნებს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც 2020 წლიდან შედის ძალაში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია აგვისტოს პირველ ნახევარში მიეწოდება.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here