Home სხვადასხვა “რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვეულებრივზე მეტ ხანს გააჩერეს…” – უახლესი ამბები ანიტაზე

“რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვეულებრივზე მეტ ხანს გააჩერეს…” – უახლესი ამბები ანიტაზე

344
SHARE

სოციალურ ქსელში 2 წლის ანიტა ფაცაციას ჯანმრთელების მდგომრეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი წერს, ჯერჯერობით ანიტას მდგომარეობა უცვლელია. პატარას სისხლში ინფექციის დაძლევას კიდევ დაახლოებით 1 თვე დასჭირდება.

“62-ე ღამე მშვიდობისა ანიტელებო

ვინც ჯერ ანიტას მეგობრების გადასარჩენად შექმნილ ჯგუფში არ ხართ, გთხოვთ, გადადით ბმულზე და შემოგვიერთდით, რომ ერთად ვაკეთოთ სიკეთე ანიტას სახელით:

რაც შეეხება ჩვენს გოგოს:

ჯერჯერობით მისი მდგომარეობა უცვლელია.

დღეს დიდი თხოვნის შემდეგ მარიკო რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვეულებრივზე მეტ ხანს გააჩერეს, რაც ძალიან გვახარებს.

გრძელდება ანტიბიოტიკოთერაპია, ექიმების ვარაუდით სისხლში ინფექციის დაძლევას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
ამ ეტაპზე ისევ არის დიალიზის საჭიროება.
ბილირუბინის მაჩვენებელმა ცოტათი დაიწია და თითქმის ნორმის ზღვარს გაუტოლდა.

ჩვენი ელჩი ისევ რჩება ანიტას ოჯახის გვერდით და ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს მათ.

ანიტას წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული გზა ელის და ამ გზაზე თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს!” – წერს მარიკა ხუციშვილი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here