Home მედიცინა როგორ ავაცილოთ რაქიტი ჩვენს პატარებს?

როგორ ავაცილოთ რაქიტი ჩვენს პატარებს?

628
SHARE

რაქიტი მოგეხსენებათ D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული სწრაფად მზარდი ბავშვების დაავადებაა, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ჩვილობის ასაკში ან განვითარდეს შემდგომში. შემდგომში განვითარებული რაქიტი არც მეტი, არც ნაკლები შეიძლება მშობლების უყურადღებობით იყოს გამოწვეული. და მაინც რა დააკლდა მზრუნველი მშობლებისგან პატარას? 

ალბათ ახალგაზრდა მშობლების უმრავლესობამ არ იცის, რომ შეიძლება ბავშვს მხოლოდ იმიტომ დაეწყოს რახიტის განვითარება, რომ 5 დღე ზედიზედ არ გაასეირნეს სუფთა ჰაერზე. თუ პატარას შეატყვეთ მოუსვენრობა, აგზნებადობა, კრთომები, ძილის დარღვევა, ოფლიანობა, რაქიტული სიქაჩლე, შესაძლო ცვლილებები კუნთოვანი და ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ, მაშინ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. თქვენ პატარას შეიძლება რაქიტის ნიშნები არ ქონია აქამდე, მაგრამ განუვითარდა არასწორი კვებისა და რეჟიმის გამო.

კვებეთ პატარა, რაც შეიძლება მეტი D ვიტამინით გამდიდრებული საკვებით და არა მხოლოდ კალციუმით. ზოგიერთს ჰგონია, რომ კალციუმის ნაკლებობა იწვევს რაქიტს ეს კი ასე არაა. თუ ორგანიზმი, მით უფრო პატარას ორგანიზმი არ იღებს საკმარისი რაოდენობის  D  ვიტამინს, ის ვერც კალცის ათვისებას ვერ შეძლებს, რადგან D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს აითვისოს კალციუმი.

კვებეთ პატარა თევზეულით (განსაკუთრებით სასარგებლოა ორაგული და კალმახი). სულ რაღაც თვეების ბავშვიც არ ამბობს უარს კარტოფილის პიურეში ჩაჭყლეტილ ორთქლზე მოხარშულ კალმახზე. ჩაუჭყლიტეთ პატარას პირში ხიზილალას რამოდენიმე ბურთულა, ეს უდაოდ სასარგებლოა მისი ორგანიზმისთვის, მით უფრო რაქიტის დროს.

რაც ყველაზე მთავარია, ნუ შეგეშინდებათ მშობლებო სუსხიანი ზამთრის და რაც შეიძლება მეტ ხანს გყავდეთ თქვენი, თუნდაც სულ პაწაწინა შვილი, სუფთა ჰაერზე. საქართველოში გვაქვს ის ბედნიერება, რომ სუსხიან ზამთარშიც ხანდახან სასიამოვნოდ გამოიჭყიტება ხოლმე მზე. მზის სხივების ნაკლებობა კი მოგეხსენებათ პირდაპირი გამომწვევია ამ დაავადების. ნუ დაგეზარებათ, თუნდაც არც თუ ისე კომფორტულ აივანზე გაიყვანოთ თქვენი პატარა და თბილ ამინდში გარეთ ასაუზმოთ. ეს არა მარტო რაქიტის, არამედ ორგანიზმის საერთო მდგომარეობისთვისაა სასარგებლო და პატარას ძილიც გამოუსწორდება.

და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია, თუ თქვენ ვერ მოახერხებთ ზაფხულში თქვენი შვილი წაიყვანოთ ზაფხულის კურორტზე არ დაიზაროთ და სახლთან ახლოს მონახეთ ისეთი მოსასვენებელი ადგილი, სადაც გამწვანებაც საკმარისი იქნება და მზის სხივებიც სასიამოვნოდ მოელამუნება თქვენ პატარას. დაიმახსოვრეთ, რომ  სრულიად ჯანმრთელ ჩვილს მშობლების დაუდევრობის გამო შეიძლება უდიდესი ზიანი მიადგეს.

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here