Home განათლება რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს საზაფხულო არდადეგები – სპეციალისტების მოსაზრებები

რამდენ ხანს უნდა გრძელდებოდეს საზაფხულო არდადეგები – სპეციალისტების მოსაზრებები

151
SHARE

საქართველოში სასკოლო არდადეგები ზაფხულში საშუალოდ სამ თვეს ან უფრო მეტხანს გრძელდება. საჯარო სკოლებში ის დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან იწყება და 15 სექტემბერისთვის სრულდება. თითქმის იგივე ვადებია კერძო სკოლებშიც, თუმცა იქ არდადეგების ზუსტ თარიღს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ სასწავლო წლის ხანგრძლივობა და განათლების ხარისხი ერთი და იგივე არ არის, ამიტომ პირდაპირი კავშირი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას და დასვენებას შორის არ არსებობს, თუმცა ქვეყნებში, სადაც დასვენების დღეების რაოდენობა მკაფიოდ განსაზღვრული და უფრო მცირეა, მოსწავლეების აკადემიური მოსწრების შედეგები უკეთესია.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში საზაფხულო არდადეგები ორ თვეზე ოდნავ მეტხანს გრძელდება, დიდ ბრტანეთში მხოლოდ 42 დღეს, გერმანიაში მოსწავლეები ზაფხულში მხოლოდ 6 კვირას ისვენებენ, საფრანგეთში – 8 კვირას, სინგაპურში, ჰონკონგსა და იაპონიაშიც ზაფხულის არდადეგები ორ თვეს გრძელდება.

კვლევებით დადგენილია, რომ საბუნებისმეტყველო საგნებსა და კითხვით უნარებში კარგი მოსწრება აქვთ ბრიტანელ და ამერიკელ მოსწავლეებს, ხოლო ამ საგნებსა და მათემატიკაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები სინგაპურში, ჰონკონგსა და იაპონიაშია.

The Economist-ის მონაცემებით, გაჭიანურებულმა არდადეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მოსწავლეებს წინა სასწავლო წლის მასალის მეოთხედი დაავიწყდეთ და ახალ წელს უკვე ნასწავლის გამეორებაზე დრო უნდა დაიხარჯოს.

სპეციალისტების თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებმა ნაკლებად უნდა დაისვენონ, მაგრამ დასვენება დაბალანსებული უნდა იყოს და უსაქმურობაში არ უნდა გადაიზარდოს. მშობლებს ურჩევენ არდადეგების დროს ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის სხვადასხვა შესაძლებლობები გამოიყენონ: ატარონ მუზეუმებში, ლექციებზე, უამბონ ბავშვებს მეცნიერების შესახებ ყოველდღიური მოვლენების მაგალითზე და სხვ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here