Home კვება რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა – თამარ ობგაიძის რჩევები

რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა – თამარ ობგაიძის რჩევები

177
SHARE

“რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა”, – ამის შესახებ მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს.

“დარწმუნებული ვარ, ბევრს გგონიათ, რომ მეძუძურ ქალს მკაცრი დიეტა სჭირდება.
ყოველ შემთხვევაში, ბებიები აუცილებლად მოგიწოდებენ, არ მიირთვა ბევრი რამ, პატარას რომ არ გამოაყაროს, მუცელი არ ეტკინოს, გაზებმა არ შეაწუხოს.
ჰოდა, შენც მორიდებით მიუჯდები საოჯახო ან სადღესასწაულო სუფრას და ნერწყვისყლაპვით შეჰყურებ სხვებს.

დროც შეიცვალა და შეხედულებებიც.

არა, სულაც არ მოგიწევს სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით.
მაშ, ასე, თუ პატარა ძუძუზე გყავს, გირჩევ, არ მიიღო:
სუნელებიანი საკვები;
უმი ხახვი;
ნივრისშემცევლი საკვები;

რატომ?

იმიტომ, რომ ამ პროდუქტების გემო აუცილებლად გადავა რძეში და პატარას საყვარელი საკვების სუნს ვერ იცნობს, ამიტომ მან შესაძლოა უარი გითხრას კვებაზე.

არ დაივიწყო, შეზღუდო:

მაგარი ჩაი;
მაგარი ყავა;
კოლები

მიზეზი მარტივია-ამ პროდუქტებში კოფეინია, რამაც შესაძლოა თქვენი პაწაწინას აგზნება და უძილობა გამოიწვიოს.

კატეგორიულად უარი თქვი ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.

მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიირთვი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით. თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღო.
სულ ესაა!

ნუ გამოაკლდები დღესასწაულებს!”- ამბობს ობგაიძე.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here