Home სხვადასხვა რა მოხდება, ფისოს რომ ულვაშები მოვაჭრათ ?

რა მოხდება, ფისოს რომ ულვაშები მოვაჭრათ ?

175
SHARE

კატების ულვაშები უბრალოდ გამალამაზებელი შტრიხები სულაც არ არის. ის ნავიგაციისა და ორიენტაციის მთელი სისტემაა. მათი მნიშვნელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კატის ულვაშები სულაც არ არის თმა. მეცნიერები ამბობენ, რომ თმასა და ულვაშებს საერთოდ განსხვავებული ევოლუციური წარმომავლობა აქვს.

ისინი იყენებენ ულვაშებს, როგორც მოძრაობის დეტექტორს. კნუტებს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში უყალიბდებათ ულვაშები და ეს ხდება მანამ, სანამ ყალიბდება მათი ბეწვი. თითოეულ ულვაშს თავისი მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს. ულვაშები თმაზე ბევრად სქელია და არასდროს ცვივა. მათ ულვაშები მხოლოდ სახეზე არ აქვთ, აქვთ წარბების ადგილასაც და წინა თათებთანაც. წინა თათებზე განთავსებული ულვაშები არსებობს იმისთვის, რომ მან სწორად შეაფასოს მოწინააღმდეგის ან მსხვერპლის პოზიცია.

რა მოხდება რომ ფისოს მოვაჭრათ ულვაშები? რათქმაუნდა ის არ მოკვდება. რამოდენიმე თვეში ამოუვა ახალი ულვაშები, მაგრამ იცხოვრებს ეს თვეები არასრულფასოვანი ცხოვრებით.

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here