Home სხვადასხვა გართობა რა ღონისძიებები გაიმართება ბავშვთა დაცვის დღეს თბილისში

რა ღონისძიებები გაიმართება ბავშვთა დაცვის დღეს თბილისში

207
SHARE

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაკის პარკში გაიმართება გასართობი ღონისძიებები, რომელიც 12:00-დან 19:00 საათამდე გასტანს.

ღონისძიება მოიცავს საბავშვო სტუდიების და ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კონცერტს, თოჯინების თეატრის წარმოდგენებს, ზღაპრის გმირების გასართობ აქტივობებს, კონტაქტურ ზოოპარკს, დრამერებისა და ანიმატორების შოუს, საბავშვო-გასართობ სადგურებს 20-ზე მეტ ადგილზე, საპნის ბუშტების შოუს, ზალიკოს ცენტრის კუთხეს, კულინარიულ კუთხეს, ორიგამის კუთხეს, ქიმიურ ლაბორატორიას, ილუზიონისტების შოუს, საბავშვო გამომცემლობების კუთხეს, ტიტანის რობოტების შოუს და ა.შ.

13:00-დან 22:30 საათამდე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ გაიმართება სასახლის აღსაზრდელთა კონცერტი და სახელოვნებო სკოლების გამოფენა.

საბურთალოს გამგეობის ორგანიზებით, გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართება კონცერტი „ბზიკების“, „ლურჯა ცხენების“, „რეზო და ბავშვების“, საჯარო სკოლების სტუდიებისა და ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით. ასევე, მოეწყობა რამდენიმე გასართობი სივრცე.

გლდანის გამგეობის ორგანიზებით, გლდანის პარკში  გაიმართება მრავალფეროვანი გასართობი აქტივობები და გამოიყოფა სპეციალური სივრცეები სხვადასხვა შოუებისთვის.

კრწანისის რაიონის გამგეობა საბავშვო ღონისძიებას ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში გამართავს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თოჯინების თეატრი, ბაკურ სულაკაურის ხატვის მასტერკლასი, მხიარული სტარტები, კლოუნები და ზღაპრის გმირები. საღამოს დაასრულებს ბავშვთა ორკესტრი.

ისნის რაიონის გამგეობა პატარებს რიყის პარკს დაუთმობს. წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოეწყობა მაგიდის ფეხბურთი, მაგიდის ჰოკეი, „ბრაზიანი ჩიტები“, გასაბერი ბატუტი. პატარებს გაართობენ მასკოტები, ოჩოფეხები და ანიმატორები. გაიმართება საპნის ბუშტების, ილუზიონისტების და აზოტის შოუ, ასევე, მხიარული სტარტები.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here