Home სხვადასხვა ქუთაისში, სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

ქუთაისში, სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

93
SHARE

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას იმ საკლასო ოთახში მოხდა, სადაც გაკვეთილი პირველ კლასელებს უტარდებოდათ.

როგორია ბავშვების მდგომარეობა? ამ კითხვაზე სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება მომხდარის მიზეზს, დირექტორისათვის უცნობია.

საქმის კურსშია განათლების სამინისტრო, რესურსცენტრი და მიმდინარეობს გამოძიება. შენობის პირველ სართულზე ჩამოინგრა ჭერი. აქამდე პირველ სართულზე ნგრევის შემთხვევა არ გვქონია,- ამბობს სკოლის დირექტორი.

რაც რემონტი გაკეთდა, მას შემდეგ ხდება სკოლაში უბედური შემთხვევები. ყველაზე იაფი მასალით გააკეთეს რემონტი. ქარს აბრალებენ ჭერის ჩამოვარდნას. ბავშვებს ეშინიათ. ხშირად ისეთი მდგომარეობაა, მიწისძვრა გეგონება,- ამბობს სკოლის პედაგოგი ნანული ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, ქუთაისის მეორე სკოლაში, რომელიც ახლადტეაბილიტირებულია, ჭერის ჩამონგრევის ფაქტი უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.

 

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here