Home Uncategorized ქართველი მოსწავლეების ინოვაცია -“იმარ­თე­ბა მო­ბი­ლუ­რით …”

ქართველი მოსწავლეების ინოვაცია -“იმარ­თე­ბა მო­ბი­ლუ­რით …”

70
SHARE

Llampa” ქარ­თველ მოს­წავ­ლე­თა ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პია, რო­მე­ლიც სტარ­ტა­პე­ბის კონ­კურ­სის – Junior achievement-ის პირ­ვე­ლი ეტა­პის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის სამ­მა მოს­წავ­ლემ – სოფო ჩიხ­ლა­ძემ, შალ­ვა ბე­გი­აშ­ვილ­მა და თეკ­ლა ხმი­ა­დაშ­ვილ­მა, შექ­მნეს ღა­მის სა­ნა­თი „Llampa“, რო­მე­ლიც სრუ­ლად იმარ­თე­ბა მო­ბი­ლუ­რით და იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­ნათს ნა­თე­ბის ფე­რე­ბი შე­უც­ვა­ლო.

პრო­დუქ­ტის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა გა­სულ კვი­რას „თბი­ლი­სი მოლ­ში“ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­მაც დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია და მო­წო­ნე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რა.

 

რას წარ­მო­ად­გენს პროგ­რა­მა Junior achievement-ი, რო­გორ გაჩ­ნდა ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნის იდეა და რა მო­ლო­დი­ნი აქვთ მოს­წავ­ლე­ებს სა­მო­მავ­ლოდ – ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბეს.

– რას წარ­მო­ად­გენს თქვე­ნი სტარ­ტა­პი და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი აქვს სხვა მსგავს პრო­დუქ­ტებ­თან შე­და­რე­ბით?

– ჩვენ შევ­ქმე­ნით ინო­ვა­ცი­უ­რი ღა­მის სა­ნა­თი, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად იმარ­თე­ბა მო­ბი­ლუ­რით. დავ­წე­რეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც Playstore-შია გან­თავ­სე­ბუ­ლი. ამ აპ­ლი­კა­ცი­ით შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ნა­თის ჩარ­თვა, გა­მორ­თვა და ნე­ბის­მი­ე­რი ფე­რის და­ყე­ნე­ბა. ამას­თან, შევ­ქმე­ნით სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნის სა­ნა­თე­ბი, რომ­ლე­ბიც დღი­სი­თაც საკ­მა­ოდ ლა­მა­ზია და დე­კო­რა­ცი­ის ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

– რო­გორ გაჩ­ნდა ამ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტის შექ­მნის იდეა?

– ჩვენ ვი­ფიქ­რეთ, რომ ძა­ლი­ან მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ღა­მის სა­ნათს ჰქო­ნო­და დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის ფუნ­ქცია. ასე გაჩ­ნდა სა­ნა­თის მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ით მარ­თვის იდეა. შემ­დგომ დავ­წე­რეთ აპ­ლი­კა­ცია და პრო­დუქ­ტი იმ­დე­ნად კარ­გი გა­მო­ვი­და, რომ გა­დავ­წყვი­ტეთ სხვე­ბის­თვი­საც შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ის. ასე და­ვა­არ­სეთ სტარ­ტა­პი „Llampa“.

 რო­გორც ვიცი, თქვე­ნი სტარ­ტა­პი გახ­და მოს­წავ­ლე­თა Junior achievement სტარ­ტა­პე­ბის კონ­კურ­სის პირ­ვე­ლი ეტა­პის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. რო­გორ ჩა­ერ­თეთ ამ კონ­კურ­სში?

– Junior achievement მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს თა­ვის პროგ­რა­მას, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. სწო­რედ მათი და სკო­ლის დი­რექ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩვენს სკო­ლა­ში გა­იხ­სნა მე­წარ­მე­ო­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის კლუ­ბი, სა­დაც შე­ვის­წავ­ლით მე­წარ­მე­ო­ბის ძი­რი­თად სა­ფუძ­ვლებს. სწო­რედ ასე და­ვუ­კავ­შირ­დით junior achievement-ს და ჩა­ვერ­თეთ ამ კონ­კურ­სში.

გა­ვი­ა­რეთ შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პი და მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­კონ­კურ­სო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ში, რო­მე­ლიც “თბი­ლი­სი მოლ­ში” გა­ი­მარ­თა. იქ ავი­ღეთ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი სხვა კონ­კურ­სან­ტებს შო­რის და ასე­ვე გა­ვი­მარ­ჯვეთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „სა­უ­კე­თე­სო ინ­ტერ­ვიუ“. ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩვენ­თვის, რად­გან და­ვი­ნა­ხეთ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტის და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა მის დახ­ვე­წა­ში და და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნა­ში.

 რას გუ­ლის­ხმობს კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი? რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეთ?

– ფი­ნალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ხუ­თე­ულ­ში შე­სუ­ლი გუნ­დე­ბი. უნდა წარ­ვად­გი­ნოთ ბიზ­ნეს გეგ­მა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი სტრა­ტე­გია. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­ვო­ბა­საც. ვთხოვთ მკი­თხველს, მო­ი­წო­ნოს ჩვე­ნი ფე­ის­ბუქ და ინ­სტაგ­რამ გვერ­დი „Llampa – ლლამ­პა“ და ადევ­ნოს თვა­ლი ჩვენს სი­ახ­ლე­ებს. იქ­ვეა მი­თი­თე­ბუ­ლი ჩვე­ნი სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და მსურ­ვე­ლე­ბის­გან ვი­ღებთ შეკ­ვე­თებს. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­ემ­გზავ­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში მოს­წავ­ლე­თა სტარ­ტა­პე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

– რა გეგ­მე­ბი გაქვთ მო­მავ­ლის­თვის. რო­გორ უნდა გა­ნა­ვი­თა­როთ თქვე­ნი სტარ­ტა­პი?

– ვა­პი­რებთ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ წარ­მო­ე­ბა და შე­ვამ­ცი­როთ სა­ნა­თის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რომ დავ­წი­ოთ მისი ფასი. ასე ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მყიდ­ვე­ლის­თვის. ამას­თან, ვმუ­შა­ობთ სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნის შექ­მნა­ზე. შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში ვფიქ­რობთ პრო­დუქ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნას, რად­გან მისი ანა­ლო­გი არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში. ასე­ვე ერთ-ერთ გან­ვი­თა­რე­ბის გზად გან­ვი­ხი­ლავთ სა­ნა­თე­ბის რო­მე­ლი­მე მსხვილ მწარ­მო­ე­ბელ­თან კო­ო­პე­რა­ცი­ას და ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ის მათ წარ­მო­ე­ბა­ში და­ნერგვას.

“ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თვე­ლო“ 2018-2019 სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 269 სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. პროგ­რა­მა მომ­ზა­დე­ბუ­ლია „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ მსოფ­ლი­ოს’’ (JA Worldwide) „მოს­წავ­ლე­თა კომ­პა­ნი­ის’’ პროგ­რა­მის (Student Company Programme) მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის მთა­ვა­რი დი­რექ­ტო­რა­ტი­სა და ევ­რო­პის ტრე­ნინგ-ფონ­დის (ETF) მიერ სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კად სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბა­ში.

კომ­პა­ნი­ის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას მოს­წავ­ლე­ე­ბი სწავ­ლო­ბენ, თუ რო­გორ მი­ვიდ­ნენ ბიზ­ნეს-იდე­ი­დან რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნე­სის ფორ­მი­რე­ბამ­დე. ისი­ნი სა­კუ­თარ მი­ნი­კომ­პა­ნი­ას აყა­ლი­ბე­ბენ, თა­ნა­ტო­ლე­ბი­დან ირ­ჩე­ვენ კომ­პა­ნი­ის მმარ­თველ დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს, ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კა­პი­ტა­ლის მო­ზიდ­ვას, მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კვლე­ვას, საქ­მი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­მო­ე­ბას, ბა­ზარ­ზე გა­აქვთ მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი და ნა­წარ­მო­ე­ბი სა­ქო­ნე­ლი ან მომ­სა­ხუ­რე­ბა და ყი­დი­ან მას.

სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს ისი­ნი ამ­ზა­დე­ბენ ან­გა­რიშ­გე­ბას და წა­რუდ­გე­ნენ მას თა­ვი­ანთ აქ­ცი­ო­ნე­რებს. ასე რომ, პა­ტა­რა ბიზ­ნეს­მე­ნებს – სო­ფოს, შალ­ვას და თეკ­ლას წინ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბა ელით, რა­შიც წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ.

წყარო:ამბები.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here