Home ორსულობა კვლევა: რა ასაკში მშობიარობა ახანგრძლივებს ქალის სიცოცხლეს?

კვლევა: რა ასაკში მშობიარობა ახანგრძლივებს ქალის სიცოცხლეს?

1189
SHARE

ქალები, რომლებსაც შვილები ბუნებრივად უჩნდებათ ხანდაზმულ ასაკში უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ქალები, რომლებიც ბოლო შვილს 30 წლის ასაკამდე აჩენენ.

აღნიშნული საკითხი ბოსტონის უნივერისიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარებმა შეისწავლეს. მკვლევართა დასკვნით, ქალი, რომელიც ბოლო შვილს 30 წელზე მცირე ასაკში აჩენს, უფრო ცოტა ხანს ცოცხლობს, ვიდრე ქალი, რომელიც ხანდაზმულ ასაკში მშობიარობს.

„რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ქალები ბავშვის გაჩენისთვის ხანდაზმულ ასაკს უნდა დაელოდონ“, – განმარტავს კორესპონდენციის ავტორი, ტომას პერისი.

„ბუნებრივი უნარი, რომ გყავდეთ შვილი ხანდაზმულ ასაკში, მიუთითებს, რომ ქალის რეპროდუქციული სისტემა ნელა ბერდება და ასეა მისი მთლიანი სხეულიც“, – ამბობობენ ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარები.

კვლევაში ჩართული ოჯახებიდან, განსაზღვრეს 462 ქალბატონის ასაკი – რა ასაკში გააჩინეს ბოლო შვილი და შეისწავლეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შედეგად დადგინდა, რომ ქალები, რომლებმაც ნაბოლარა შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინეს, ჰქონდათ შანსი, ეცოცხლათ 95 წლამდე, ან ორჯერ უფრო მეტხანს იმ ქალებზე, რომლებმაც შვილი 30 წლამდე გააჩინეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ხანდაზმულ ასაკში ქალის რეპროდუქტიულობა დამოკიდებულია გენეტიკაზე.

„თუ ქალს გენეტიკურად შეუძლია, რომ გვიან ასაკში გააჩინოს შვილი და ამას აკეთებს კიდეც, ეს გენი მომავალ თაობაშიც გადადის.“, – ამბობს პერისი.

კვლევა შეესაბამება ამავე უნივერსიტეტის კიდევ ერთი კვლევის დასკვნას, რომლის თანახმადაც, ქალებს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, ბუნებრივად გააჩინონ შვილი 40 წლის ასაკის შემდეგ, 4-ჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ, 100 წლამდე იცოცხლონ, ვიდრე ქალებს, რომლებმაც შვილი ადრეულ ასაკში გააჩინეს.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here