Home კვება როგორ მოვამზადოთ კარტოფილის პიურე – გაეცანით 9 უნიკალურ რეცეპტს

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის პიურე – გაეცანით 9 უნიკალურ რეცეპტს

1692
SHARE

პიურე რომ გემრიელი გამოვიდეს, უნდა დაიცვათ მომზადების რამდენიმე წესი:
უნდა აარჩიოთ იმ ჯიშის კარტოფილი, რომელიც ხარშვისას კარგად იშლება. თუ კარტოფილი რჩება გარეგნულად უცვლელი მიუხედავად იმისა, რომ მოიხარშა, მაშინ ეს ჯიში შესაწვავად უკეთესია, ვიდრე მოსახარშად და მისგან ნაზი პიურე არ გამოვა.

რაღა თქმა უნდა, კარტოფილი კარგად უნდა გაასუფთავოთ და გაფცქვნათ. არ არის საჭირო მისი მთელი სახით მოხარშვა – სასურველია დაჭრათ და ისე მოხარშოთ. ამასთან, უნდა შეეცადოთ, რომ ნაჭრები ერთი ზომის იყოს. ეს ხელს შეუწყობს მათ ერთდროულად მოხარშვას.

პიურეს მომზადებისას გამოიყენეთ აუცილებლად მდუღარე რძე, რადგან ცივი რძით პიურე ნაცრისფერი გამოვა. პიურეს უყვარს, როცა მას დიდხანს ურევენ. როცა ის ერთგვაროვან, კრემისებურ მასად იქცევა, ესე იგი, მზადაა. სუფრასთან ის მხოლოდ ცხელი უნდა მიიტანოთ. ხელახლა შემთბარი პიურე კარგავს გემოს.

მაშ ასე, გაეცანით კარტოფილის პურეს მომზადების 9 უნიკალური რეცეპტს:

1. კარტოფილი ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ წყალი გადაუწურეთ, დაამატეთ მდუღარე რძე და კვლავ ხარშეთ მომზადებამდე. ბოლოს დაჭყლიტეთ და პიურეს სახე მიეცით.

2. მოამზადეთ მოხარშული კარტოფილი, კარგად დაჭყლიტეთ, ცალკე არაჟანში აურიეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი ნიორი. მომზადებული ნარევი დაუმატეთ პიურეს. ცოტა ხნით შედგით აირღუმელში, რომ არაჟანი შეთბეს.

3. მოამზადეთ მოხარშული კარტოფილი, კარგად დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ქათმის ბულიონი (ისევე, როგორც რძიანის შემთხვევაში), კარგად ათქვიფეთ.

4. შეაზავეთ კარტოფილის პიურე ნივრით, წვრილად დაჭრილი მწვანილითა და კამის თესლით, წამოდუღებული კარაქით.

5. ათქვიფეთ 1-2 კვერცხის გული რამდენიმე კოვზ არაჟანთან ერთად, შეურიეთ ეს ნაზავი კარტოფილის პიურეს. გაითვალისწინეთ, რომ თუ კვერცხის ხარისხიანობაში დარწმუნებული არ ხართ, კერძის ამ ვარიანტის მომზადებაზე საერთოდ უარი თქვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, არასასიამოვნო, ან სულაც, სახიფათო დაავადება აიკიდოთ.

6. დაბრაწული მსუქანი ხორცის ან ლორის ნაჭრები ცოტაოდენ ადუღებულ კარაქთან ერთად დაუმატეთ დაჭყლეტილ მოხარშულ კარტოფილს და გათქვიფეთ.

7. მაგარი სახეობის ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე. კარტოფილის პიურე გაათხელეთ ცოტაოდენი მდუღარე რძით, და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ყველის მოცულობა პიურეს მოცულობის 1/4 უნდა იყოს.

8. დაჭყლიტეთ მოხარშული კარტოფილი, დაუმატეთ კარაქის მოზრდილი ნაჭერი და ერთმანეთში კარგად აზილეთ. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი (კამა, მწვანე ხახვი და ოხრახუში), დაუმატეთ ცოტაოდენი ნიორი.

9. კარტოფილის პიურეში, რომელიც რძითაა გაზავებული, დაამატეთ ცოტაოდენი დაფქული ნიგოზი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here