Home განათლება პარლამენტში განათლების მინისტრად მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება

პარლამენტში განათლების მინისტრად მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება

211
SHARE

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხლებოდეს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განხილული კანდიდატებიდან მაია მიმინოშვილი ერთ-ერთია.

მაია მიმინოშვილის კანდიდატურის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს განათლების კომიტეტის წევრი თემურ ჭკუასელი, თუმცა დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მისი კანდიდატურა განიხილებოდეს.

„მაია მიმინოშვილი გამოცდილი ადამიანია. შეიძლება, მისი კანდიდატურა განიხილება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა ჭკუასელმა.

ამასთან, დღეს თემურ ჭკუასელმა არ გამორიცხა, რომ სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ

ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here