Home ორსულობა საშიშია თუ არა ორსულებისთვის თვითმფრინავით მგზავრობა

საშიშია თუ არა ორსულებისთვის თვითმფრინავით მგზავრობა

2437
SHARE

ჯანმრთელი ქალის ფეხმძიმობას თვითმფრინავით მგზავრობა ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა ექიმების რეკომენდაციაა, ქალმა ფეხმძიმობის ბოლო თვეებში ფრენისგან თავი შეიკავოს, მით უფრო თუ ეს ხანგრძლივი ფრენაა.

ხშირად, თავად ავიაკომპანიებსაც აქვთ შეზღუდვები დაწესებული და თუ ქალს უკვე დიდი მუცელი აქვს, მას დიდი ალბათობით ექიმის ცნობას ორსულობის ვადისა და ფრენაზე თანხმობის შესახებ მოსთხოვენ.

ზოგადად კი ორსულისთვის თვითმფრინავით მგზავრობა აკრძალული არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ორსულობის მიმდინარეობა და ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მგზავრობისთვის ოპტიმალური ვადა ორსულობის მეორე ტრიმესტრია. პირველ და ბოლო თვეებში უმჯობესია უარი თქვათ ხანგრძლივ, დამღლელ მგზავრობაზე. მგზავრობის წინ აუცილებლად კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

• თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, ორსულობის 20 კვირამდე მგზავრობა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით.
• 26-28 კვირის შემდეგ მგზავრობა თვითმფრინავით სასურველი არ არის, ხოლო 36 კვირის შემდეგ სხვა ტიპის ტრანსპორტითაც კი.

აფრენისა და დაფრენისას ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო ორსულებისთვის ფრენა არცთუ სასურველია – გულ-სისხლძარღვთა სისტემას ძლიერი დატვირთვა ადგება. თუ მაინც თვითმფრინავს ამჯობინებთ, ეცადეთ, ფრენა არ გრძელდებოდეს 3-4 საათზე მეტხანს. 28-30 კვირის შემდეგ კი, სასურველია, საერთოდ ერიდოთ ხანგრძლივ ფრენას.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here