Home ორსულობა ორსულობის პირველი ნიშნები

ორსულობის პირველი ნიშნები

2970
SHARE

თითოეულ ქალს ორსულობის ნიშნები განსხვავებული აქვს. ქალების დიდი ნაწილი ორსულობას გრძნობენ ორსულობის ტესტის დადებითი პასუხისთანავე, სხვები აღნიშნავენ, რომ ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობენ თითქმის ჩასახვისთანავე. და მაინც, როგორია  ორსულობის პირველი ნიშნები?გულისრევა – ორსულობის პირველი ნიშანია. ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას.
გემოვნებითი შეგრძნებები – ორსულობის მეორე ნიშანია. ზოგჯერ ქალი გემოვნებითი შეგრძნების  ცვლილების მიხედვით ხვდება რომ ორსულადაა. ის, რაც ორსულობამდე არ უყვარდა, უყვარდება და, პირიქით, აქამდე საყვარელი კერძები სრულიად მიუღებელი ხდება მისთვის.
მადის გაძლიერება – ორსულობის მესამე ნიშანია. ზოგიერთ ქალს ორსულობის პირველივე დღეებიდანვე  უძლიერდება მადა, მას მუდმივად შია და სულ რაღაცის ჭამა  უნდა.
სარძევე ჯირკვლების გადიდება – – ორსულობის მეოთხე ნიშანია. გადიდებული, დაჭიმული და მტკივნეული მკერდი შესაძლოა მანიშნებელი იყოს ორსულობის დაწყებისა.
დაღლილობა, დაღლილობა და კიდევ ერთხელ დაღლილობა – ორსულობის მეხუთე ნიშანია. თითქმის ყველა ქალი ორსულობის საწყის სტადიაზე ყოველთვის აღნიშნავს რომ აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.
გაღიზიანებადობა – ორსულობის მეექვსე  ნიშანია. ორსული ქალები ხშირად ძალიან გაღიზიანებულები არიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ეცვლებათ გუნებ-განწყობა, და ეს სრულებითაც არაა ,კაპრიზი“ – ამაში დამნაშავე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.
თავბრუსხვევა – ორსულობის მეშვიდე ნიშანია, რაც განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დასაწყისში. რჩევა: მიიღეთ საკმარისად სითხე და გაღვიძებისთანავე უცბათ ნუ წამოდგებით.
საჭმლის მონელების დარღვევა – ორსულობის მერვე  ნიშანია. ორსულობის ადრეულ სტადიებზე ხშირია ყაბზობა, მუცლის შებერვა ან ფაღარათი.
შარდვის გახშირება – ორსულობის  მეცხრე  ნიშანია. ეს სიმპტომიც საკმაოდ ხშირია ორსულობის დაწყებისას.
მენსტრუაციის შეჩერება – ორსულობის მეათე  ნიშანია. თუკი ზემოთ მოყვანილი სიმპტომები გაქვთ, მაშინ უნდა დაელოდოთ მენსტრუალური ციკლის ჩათავებას და თუკი მენსტრუაცია არ დადგა – ესაა ყველაზე სარწმუნო ნიშანი ორსულობისა.
ბაზალური ტემპერატურა – ორსულობის მეთერთმეტე ნიშანია. ყოველივე ზემოთ მოყვანილთან ერთად, თუკი თქვენი ბაზალური ტემპერატურა 18 დღის განმავლობაში გრაფიკის შუა ხაზს ზემოთაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა. თუმცა ყველაზე სარწმუნო პასუხს, რასაკვირველია, ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღებთ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here