Home მედიცინა რას ნიშნავს ახალი დაავადება ნომოფობია და როგორ დავიცვათ ბავშვი მისგან?

რას ნიშნავს ახალი დაავადება ნომოფობია და როგორ დავიცვათ ბავშვი მისგან?

2368
SHARE

საფრაბგეთის პრეზიდენტმა, გამოსცა ბრძანება და აიკრძალა მობილური ტელეფონების გამოყენება სკოლებში. მოგეხსენებათ, ყველა სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და პრეზიდენტს ნეიროფსიქიატრებმა, მიაწოდეს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თანდათან დაიბადა ახალი დაავადება ნომოფობია. სკოლის ასაკის ბავშვებს, როდესაც მათ ფსიქოლოგები დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, გაუჩნდათ ფობია მობილური ტელეფონის არქონის.

“no-mobile-phone phobia.”თავიდან ამ ფაქტს დიდი ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ამჟამად წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით ეს “ფობია” ფსიქიატრიული დაავადება-“ირაციონალური შიშია.”

მობილურ ტექნოლოგიებზე ყველაზე დამოკიდებულები 18-24 წლის ახალგაზრდები
აღმოჩნდნენ. კვლევამ აჩვენა, რომ 17% მაშინაც კი განიცდის მღელვარებას და
დისკომფორტს როცა მას რამდენიმე წუთით შორდება. მღელვარება გამოიხატება
იმაშიც, რომ მას არასოდეს შეუძლია მობილურის გამორთვა, ყოველ წამს ამოწმებს
sms-ებს, ელექტრონულ ფოსტას, ზარებს, ნერვიულობს როცა ელემენტი
უჯდება.

ნომოფობიის მქონე პაციენტები ტელეფონს მაშინაც კი არ იშორებენ, როცა
საპირფარეშოში შედიან, შედეგად ადამიანის დაფანტული აქვს ყურადღება, იგი
კონტაქტური აღარ არის გარშემომყოფებთან, მისთვის რეალური შეხვედრა და
ადამიანთან ცოცხლად საუბარი უფრო მეორეხარისხოვანია, ვიდრე მობილურით
კონტაქტი.

?როგორ გადავლახოთ ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში?!

?როგორ გადავლახოთ ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში?!

Posted by პირადი ექიმი – მარი მალაზონია/piradi ekimi – mari malazonia on ხუთშაბათი, 27 სექტემბერი, 2018

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here