Home სხვადასხვა ნაგვის ურნაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ნაგვის ურნაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

122
SHARE

საბერძნეთში, კერძოდ ეგიოში ახალშობილი ბავშვი ნაგვის ურნაში გარდაცვლილი იპოვეს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ნაგვის ყუთი გახსნა და შიგნით პარკში გახვეული ახალშობილი ნახა.

როგორც ცნობილია, ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში 35 წლის ქალი ძლიერი სისხლდენით მივიდა და ბავშვი თან არ ჰყავდა. აღმოჩნდა, რომ ნაგვის ურნაში ნაპოვნი ჩვილი მისი იყო.

ბერძნულ მედიაში ვრცელდება პირველი კადრები, თუ სად იპოვეს ახალშობილი. აღნიშნული ნაგვის ყუთი სრისოსტომუ სმირნის ქუჩაზე დგას.

ამ დროისთვის პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, ქალი კი დაკავებულია.

წყარო: primetime.ge

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here