Home განათლება მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფა – ყველა ინფორმაცია, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფა – ყველა ინფორმაცია, რაც ამის შესახებ უნდა იცოდეთ

119
SHARE

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ერთერთი ქვეპროგრამაა I-III კლასის მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოს საჯარო სკოლის I-III კლასის მოსწავლეები.

ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი ინფორმაციის ცოდნა:

პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ერთიან საგანმანათლებლო ბაზებზე დაყრდნობით, ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდის ბუკებს, რომელზეც დატანილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამისი ჰოლოგრამა;

ბენეფიციარი ბუკს იღებს ერთჯერადად იმ საჯარო სკოლაში, სადაც მისი პირველადი დარეგისტრირება მოხდა;

კომპლექტაციაში შედის ბუკი და შესაბამისი დამტენი;

საგარანტიო მომსახურების ვადა 1 წელია;

საგარანტიო მომსახურებას ახდენს ტენდერში გამარჯვებული, ბუკების მომწოდებელი კომპანია. გარანტიით უფასო შეკეთება ან ახლით ჩანაცვლება ხდება ქარხნული წუნის ან ნაწილობრივი გაუმართაობის დროს. კომპიუტერის მექანიკური დაზიანება ან/და თვითნებური შეკეთება საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება.

ბუკს მოყვება აქტივაციის კოდი, რომლის გარეშე ბუკში პროგრამების ჩატვირთვა შეუძლებელია;

ბუკის მიღებისას მასში ჩატვირთული უნდა იყოს სასწავლო პროგრამა, რომლის წაშლის ან დაზიანების შემთხვევაში უნდა მიმართოთ სკოლის აიტი თნამშრომელს ან სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას „ემისი“;

ბუკის მიღებისას მშობელს უფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მითითებულია ბუკის საკუთრების პირობები და ვადები;

იმ შემთხევაში თუ ბენეფიციარი აღარ წარმოადგენს მოსწავლის სტატუსის მქონე პირს, შეჩერებული აქვს მოსწავლის სტატუსი, ან I-III კლასის განმავლობაში გადავა კერძო სკოლაში, სადაც არ ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ვალდებულია დაუბრუნოს ბუკი შესაბამის სკოლას;

ბუკის ნებისმიერი მიზეზით დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სხვა (ახალი) ბუკით ჩანაცვლება პროგრამით გათვალისწინებული არ არის; გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის შესაბამისად;

I-III კლასის განმავლობაში საჯარო სკოლაში ჩარიცხვის ან მოსწავლის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სკოლა წერილობით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მოითხოვს მოსწავლის ბუკის გადაცემას;

კერძო სკოლიდან ან საზღვარგარეთიდან საჯარო სკოლაში მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, ბუკის გამოყოფა ხდება სააგენტოში შემოსული წერილის საფუძველზე, რომელსაც შესაბამისი საქმისწარმოებითი ღონისძებების განსახორციელებლად სჭირდება გარკვეული ვადა;

ასეთ შემთხვევაში მოსწავლეს შესაძლებელია გადაეცეს სკოლაში ნაშთად არსებული მეორადი ბუკი დაზიანებების გარეშე;

თუკი მოსწავლე მობილობით გადადის ერთი საჯარო სკოლიდან მეორეში ბუკი მას თან მიაქვს ახალ საჯარო სკოლაში;

III კლასის დასრულების შემდეგ ბუკი რჩება მოსწავლის კუთვნილებაში და მასზე ზემოთმოყვანილი ვალდებულებები აღარ ვრცელდება.

facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here