Home კვება მეცნიერები: ბავშვებში აუტიზმის დადგენა კვებაზე დაკვირვებით შეიძლება

მეცნიერები: ბავშვებში აუტიზმის დადგენა კვებაზე დაკვირვებით შეიძლება

178
SHARE

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არატიპური კვება აუტიზმის ნიშანია. Medical Note -ს ცნობით, კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 70%, რომლებიც განსხვავებულად იკვებებოდნენ, აუტიზმი დაუდგინდათ. 

მეცნიერების შეფასებით, აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი ნიშანია ბავშვის მიერ ერთი ტიპის, შეფერილობის და ფორმის საკვების ამოჩემება. გარდა ამისა, ბავშვი შესაძლოა მგრძნობიარე  იყოს პროდუქტის ტექსტურის და ტემპერატურის მიმართ.

მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგჯერ აუტიზმით დაავადებული ბავშვები საერთოდ უარს ამბობენ კვებაზე და ხშირ შემთხვევაში საკვებს ჯიბეში ინახავენ.

„ერთხელ მე ვმუშაობდი ბავშვთან, რომელიც მხოლოდ ბეკონს ჭამდა და ყინულიან ჩაის სვამდა“, – ამბობს ექიმი კიტ უილიამსი.

მისი თქმით, კვების მიმართ თავისებურ დამოკიდებულებას და ბავშვის ბანალურ კაპრიზს შორის განსხვავების დანახვა მარტივია. კაპრიზი მოკლევადიანია, ხოლო არატიპური კვება კი – ხანგრძლივი პროცესი.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here