Home სხვადასხვა “მე შენ ძალიან, ძალიან, მიყვარხარ. გკოცნი, დედა“ – უჩვეულო საჩუქარი საპატარძლოს გარდაცვლილი...

“მე შენ ძალიან, ძალიან, მიყვარხარ. გკოცნი, დედა“ – უჩვეულო საჩუქარი საპატარძლოს გარდაცვლილი დედისგან

155
SHARE

ბრიტანეთში სოფელ კიბოურტის მცხოვრებმა ემმამ, საქორწილო ფეხსაცმელებზე გარდაცვლილი დედის წერილი იპოვა.

ემმა 2016 წელს დაინიშნა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ დედას ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. პატარძალს ძალიან უნდოდა, რომ დედას ქორწილამდე ეცოცხლა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში იყო ჩანიშნული, მაგრამ ქალი 2017 წელს გარდაიცვალა.

2019 წლის მარტში 38 წლის პატარძალმა კარადიდან საქორწილო ფეხსაცმელები გადმოიღო და მასზე გზავნილი იპოვა. „მინდოდა, რომ ქორწილის დღეს ჩემგან საჩუქარი მიგეღო. ეს ფეხსაცმელები ჩემი საჩუქარია. იმედი მაქვს, ეს დღე შენთვის ზღაპრული იქნება. მე შენ ძალიან, ძალიან, მიყვარხარ. გკოცნი, დედა“.

ემმას თქმით, მან ემოციები ვერ შეიკავა და იქვე ატირდა. ის ამბობს, რომ ქორწილის დღეს იქნება ყველაზე ბედნიერი იმ აზრით, რომ დედა მასთან ერთად არის.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here