“მე დავბრუნდები! – დაიჩურჩულა უფლის კალთაში ჩაძინებულმა ანიტამ და ნათელ საბურველში გაეხვია…”

    1227
    SHARE

    მასწავლებელი ოთო დანელია ანიტას “ანგელოზებთან გაფრენას” შემდეგი სახის ჩანახატით ეხმიანება:

    “ანიტა

    -მე მოვედი,ღმერთო!
    -გული დაგწყდა?
    -არა,უბრალოდ,დედა შემეცოდა ძალიან.
    -მაპატიე…
    -ღმერთო, რა კარგი ყოფილა ადამიანობა.
    -ანგელოზობა ბევრად კარგია. თან ანგელოზებს გული არასდროს უჩერდებათ.
    -ვიცი.
    -ის თუ იცი, ადამიანები რომ ადამიანებად აქციე?
    -ეს როგორ?!
    -შენ გამო ზეცაში ახედვა ისწავლეს, თვალებში სიკეთე ჩაისახლეს, ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს, ერთმანეთი შეიყვარეს… შენს გამო გააკეთეს ეს.
    -ღმერთო, ისევ მინდა მათთან.
    -მოვა ამის დროც…
    -მალე?
    -მალე, ჩემო ანგელოზო!
    -დედიკოს უკვე ვენატრები.
    -მე მივცემ ძალას, რომ დაგელოდოს.
    -უფალო, ბავშვები აღარ მოუკლა დედებს, გთხოვ!
    ღმერთმა არაფერი თქვა.
    ანიტამ უფლის კალთა გადაიფარა და თვალები დახუჭა…
    მიწაზე არავის გაუგია ეს ამბავი.
    აქ ტკივილი ამძიმებდა ადამიანთა სულებს…
    -მე დავბრუნდები! – დაიჩურჩულა უფლის კალთაში ჩაძინებულმა ანიტამ და ნათელ საბურველში გაეხვია…”

    ოთო დანელია 
    31.01.2020

    ანიტა-მე მოვედი,ღმერთო!-გული დაგწყდა?-არა,უბრალოდ,დედა შემეცოდა ძალიან.-მაპატიე…-ღმერთო,რა კარგი ყოფილა…

    Posted by ოთო დანელია on პარასკევი, 31 იანვარი, 2020

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here