Home სიახლე “მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ…” – ტყიბულში 16 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

“მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ…” – ტყიბულში 16 მოსწავლე კლინიკაში გადაიყვანეს

226
SHARE

ტყიბულის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ალერგიის დიაგნოზით სკოლის 16 მოსწავლე გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოსწავლეები ტყიბულის N1 საჯარო სკოლიდან შეიყვანეს.

მედიკოსების თქმით, მათ გამონაყარი, ქავილი და თავბრუსხვევა აღენიშნებოდათ.

საავადმყოფოდან 14 მოსწავლე უკვე გაწერილია, ორი კი ამ დრომდე გადასხმაზე დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ისინი კლინიკას უახლოეს საათებში დატოვებენ.

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here