Home განათლება მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

267
SHARE

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge იქნება შესაძლებელი.

ამასთან, სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში – გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.

სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

Banner 5

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here