ლოცვები, რომლებიც ყველა მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოს შობის ღამეს

    735
    SHARE

    შობის ღამე ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულსა და სასოებას უნერგავს ადამიანს, რადგან ის ყველანაირი სიკეთის საწყისია. ამიტომაც არის, რომ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებლები გამორჩეულად აღნიშნავენ. რა ლოცვები უნდა წავიკითხოთ?

    გთავაზობთ იმ ლოცვებს რომელიც ყველა მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოს შობის ღამეს:

    ტროპარი:

    შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკვლავსა ჰმსახურებდეს, ვარსკვლავისაგან ისწავეს თაყვანისცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთათ, უფალო, დიდებაჲ შენდა.

    კონდაკი:

    ქალწული დღეს არსებათ-უზეშთაესსა შობს ჩვენთვის და ქვეყანა ქვაბსა შეუხებელისა შესწირავს, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდებისმეტყველებენ, ხოლო მოგვნი ვარსკვლავისა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი.

    გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, ღმრთისმშობელო, რამეთუ უფალი და ღმერთი იესუ ქრისტე შევ, რომელმან ახოცნა ცოდვანი კაცთანი და აღიხუნა იგინი ჩუენგან და შემშჭუალნა იგინი ჯუარსა; რომელმან შეწირა თავი თვისი მსხუერპლად ღმრთისა ცოდვათა ჩუენთათვის და გუაცხოვნნა ჩუენ; რომელი გუექმნა ჩუენ პურ ცხორებისა; რომელმან მომწყდარნი სიყმილითა განაძღნა; წყარო ცხორებისა, რომელმან წყურიელნი გამოზარდნა; უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელის ამპყრობელი, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელი, მაშურალთა განმსუენებელი, ცოდვილთა მწყალობელი.

    გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რამეთუ ესრეთი უფალი, სულგრძელი და ტკბილი, გვიშევ ჩუენ! გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ქალწულო, წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ იხარებენ და იქადიან დედანი; რამეთუ ევა ძელისაგან გამოხდა სამოთხით, ხოლო შენგან ძელი თაყუანის-იცემების ყოვლისა ნათესავისაგან; შენგან ეშმაკსა ჰრცხუენა, ჯოჯოხეთი დაეცა, სიკუდილი განქარდა, საცთური განიდევნა.

    იხარებდინ წმიდაჲ და მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიაჲ! იხარებდით და მხიარულ იყვენით ქრისტიანენი, რომელთა წმიდად და ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ დაიმარხეთ!

                                                                                                             წმ. ეპიფანე კვიპრელი, სინური მრავალთავი

    დღეს ბეთლემი ზეცისა მობაძავ იქმნა: ვარსკულავთა წილ ანგელოზნი მაქებელად ჰქონან, მზისა წილ მზე იგი სიმართლისაჲ მიუწდომელად დაიტია. და ნუ ეძიებთ, ვითარ დაიტია, რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი; რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოხდა და იხსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.

                                                                                                            წმ. ათანასე დიდი, სინური მრავალთავი

     

    Banner 5

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here