Home ორსულობა “მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო” – მშობიარობა სასწრაფოს მანქანაში

“მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო” – მშობიარობა სასწრაფოს მანქანაში

4040
SHARE

დედა და პატარა გაბრიელი ახლა “უნიმედ-კახეთში” იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.

ყველაფერი კი ერთ-ერთი მორიგი გამოძახებიდან დაიწყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ორხევში, ერთ-ერთ მისამართზე გავიდა. წინასწარი ინფორმაციით, ორსულ ახალგაზრდა ქალს მუცელი ტკიოდა. ადგილზე მისვლისთანავე ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზირება აუცილებელი იყო. 

“მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. მანქანა გავაჩერეთ და სამივემ ოპერატიულად ვიმოქმედეთ. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მძღოლი – დავით ივანეიშვილიც, რომელიც სამეანო პაკეტების აღებისთვის დროს არ გვაკარგინებდა და ყველა ჩვენს მითითებას ასრულებდა. ამ დროს ბავშვის მამაც მანქანაში იყო და დაბნეული გვადევნებდა თვალს. პატარას დაბადების შემდეგ ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ. ჩვილი თბილად გავახვიეთ და ზუსტად 8 წუთში საავადმყოფოში ვიყავით”, – იხსენებს უფროსი ექიმი ნინო კვირიაშვილი. 

მშობიარობიდან ორ საათში “უნიმედ-კახეთს” ბრიგადის მეორე ექიმი – თამარ კობერიძე დაუკავშირდა და დედისა და პატარა გაბრიელის მდგომარეობა იკითხა. “ორივენი კარგად არიან. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ახლა დედა-შვილი საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”, – ამბობს თამარი.

 

წყარო: e.simp.ge

Banner 5
SHARE

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here